პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა » DidiSamamulo.Ge

საქართველოს უკვდავი ჯარი - დიდება გმირებს!

 
  მთავარი გვერდი | პროექტის შესახებ | გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია თქვენს წინაპარზე | საკონტაქტო ინფორმაცია
 
 
 
პორტალის საძიებო ველი
დროშაზე დაჭერით აირჩიეთ ძიების ენა

  პორტალის მთავარი მენიუ
მთავარი მოვლენები 32
დიდი სამამულოს ცნობარი 66
ხსოვნა დიდ სამამულოზე 5
ჩემი მამაცი წინაპარი 5
საქართველოს ისტორიიდან 4
 

 

ჩვენი ფეისბუქ გვერდი

 
   ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს  

 

სიახლეების კალენდარი

 
 
 
«    მაი 2021    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
 
 

 
 
 ალფავიტით საძიებელი - აირჩიეთ ნებისმიერი ასო/ბგერა და გადადით შესაბამის გვერდზე, ან ისარგებლეთ საძიებო ველით

 
 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახიფათო ინიციატივა

 

 

   
 
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე შემდეგი შინაარსის ინიციატივა გააჟღერა:
"შეიქმნას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ასწლიან ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ერთიანი მემორიალი, ვაკის პარკში, რომლის რეაბილიტაცია დღეს მიმდინარეობს".

ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას არაფერი აქვს საერთო საქართველოს დამოუკიდებლობა-ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნასთან. პრეზიდენტის ინიციატივა აშკარად გარედან არის შემოგდებული და პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

დედაქალაქში, გმირთა მოედანზე, არის შესაბამისი მონუმენტი - მართალია, ბევრის აზრით, ესთეტიკურად უშნო და ნაკლებ ფასეული, მაგრამ მაინც არის. ვაკის პარკში (უწინ - გამარჯვების პარკი) მშვენივრად არის ინტეგრირებული უცნობი ჯარისკაცის მონუმენტი (თუკი 1991 წელს ჩადენილ "პატრიოტულ აქტს" არ ჩავთვლით, როდესაც მონუმენტიდან რამდენიმე ფიგურისა და წარწერების დემონტაჟი მოხდა). ეს არის ერთადერთი ძეგლი თბილისში, რომელიც ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლას ასახავს, საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად, ფაშიზმისაგან სამშობლოსა და მსოფლიოს გადასარჩენად. არასგზის არ შეიძლება ამ თემით მანიპულირება და მისი დაკავშირება ვითომ "ასწლიან ომთან".

მადლობა ღმერთს, ბოლო ასი წლის მანძილზე საქართველომ არა მხოლოდ ომები გადაიტანა, არამედ მეტწილად მშვიდობიანად და ეკონომიკურად კარგად ცხოვრობდა, ბოლო 30 წელიწადს თუ არ ჩავთვლით. პრეზიდენტი კარგად უნდა დაფიქრდეს, რა შედეგებს მოიტანს მისი ინიციატივა - იგი უფრო გაამძაფრებს ნაპრალს ქართული საზოგადოების შიგნით, დაძაბავს ვითარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამეზობლოში.

პორტალის - "დიდი სამამულო" რედაქცია,
მოძრაობა "საქართველოს უკვდავი ჯარი"


   
 
   
 

კატეგორია: მთავარი მოვლენები l გამოქვეყნების თარიღი: 10-04-2021, 22:45

[ უკან დაბრუნება ]

   
 
   
 
  ამოსაბეჭდი ვერსია
   
 
   

 
მთავარი გვერდი | პროექტის შესახებ | გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია თქვენს წინაპარზე | ყველა სიახლე | საკონტაქტო ინფორმაცია
 
საავტორო უფლებები დაცულია © 2020 DidiSamamulo.Ge