|
|
|
|
|
სიახლეების კალენდარი |
|
|
|
« აგვისტო 2022 » |
---|
ორ | სმ | ოთ | ხთ | პრ | შბ | კვ |
---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ალფავიტით
საძიებელი - აირჩიეთ ნებისმიერი ასო/ბგერა და გადადით
შესაბამის გვერდზე, ან ისარგებლეთ საძიებო ველით |
ა |
ბ |
გ |
დ |
ე |
ვ |
ზ |
თ |
ი |
კ |
ლ |
მ |
ნ |
ო |
პ |
ჟ |
რ |
ს |
ტ |
უ |
ფ |
ქ |
ღ |
ყ |
შ |
ჩ |
ც |
ძ |
წ |
ჭ |
ხ |
ჯ |
ჰ |
|
|
|
|
|
|

მიმდინარე, 2022 წელს, გაგრძელდება საზოგადოებრივი ორგანიზაციის - "საქართველოს უკვდავი ჯარი" აქტიური მოღვაწეობა. დასახულია კონკრეტული ღონისძიებები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფაქტი, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი ღიაა ყველა მოქალაქისათვის, ვისთვისაც უცნობია თავისი ფრონტელი წინაპრის ბედი და აინტერესებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არქივების საშუალებით მათზე ინფორმაციის მოძიება ან ნებისმიერი სხვა საკითხი, დაკავშირებული მეორე მსოფლიო და დიდ სამამულო ომთან. დაწვრილებით:
- უფრო აქტიურად შეივსება ვებგვერდის, "დიდი სამამულო" ომის ცნობარი. სამწუხაროდ, ანტიქართული ძალები ყველანაირად აბრკოლებენ ვებგვერდის მასალების გავრცელებას უცხოურ სოციალურ ქსელებში, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და მკითხველი არ დარჩება ჩვენი ინფორმაციის გარეშე; - უკვე იწერება და მჭიდრო ვადებში გამოიცემა დამხმარე სახელმძღვანელო-ცნობარი დიდი სამამულო ომის შესახებ. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის მსგავსი საქართველოში, სულ მცირე, ბოლო 30-35 წლის მანძილზე, არ განხორციელებულა; - "საქართველოს უკვდავი ჯარი" გააგრძელებს ბრძოლას თბილისის ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავ-მონუმენტის სტატუსის შესანარჩუნებლად, როგორც ფაშიზმთან ბრძოლის უკვდავი ძეგლისა, რომლის გადარქმევა და დატვირთვის შეცვლა, ფსევდოჰეროიკული დემაგოგიით, დაუშვებელია. ორგანიზაცია შეეცდება, კონტაქტი დაამყაროს ქალაქის მერიასთან და რესპუბლიკის მთავრობასთან, მოხდება საზოგადოების ინფორმირება და მობილიზება; - შეძლებისდაგვარად, განვაგრძობთ დიდი სამამულო ომის მონუმენტების, შინმოუსვლელთა ძეგლებისა და საძმო სამხედრო სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და რესტავრაციას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; - მოვაწყობთ შეხვედრებსა და სემინარებს ყველა დაინტერესებული პირისათვის; - განსაკუთრებით განვაგრძობთ მსურველთა დახმარებას, ვისაც ჰყავდა მეორე მსოფლიო ომში და (ან) დიდ სამამულო ომში მონაწილე წინაპარი და მის შესახებ ძირითადი ან დამატებითი ცნობები სჭირდება. რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახმარებით, ყველა ასეთ სურვილს გადავცემთ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის საარქივო სტრუქტურებს. ასეთი დახმარება ჩვენ უკვე ორ ათეულ ქართულ ოჯახს აღმოვუჩინეთ; - სამწუხაროდ, ომის ვეტერანთა რიგები სულ უფრო და უფრო თხელდება. ვირუსის პანდემიამ კი, მათთან კონტაქტის ისედაც მწირე შესაძლებლობები კიდევ უფრო შეზღუდა. მიუხედავად ამისა, შევეცდებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ცოცხალი ვეტერანებისთვის კარგი განწყობის შექმნაში.
ა.ი.პ. "საქართველოს უკვდავი ჯარი", ს/ნ 402043720 ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მოგვმართეთ: politforumi@gmail.com ან შეავსეთ სწრაფი კონტაქტის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://www.didisamamulo.ge/form/view.php?id=10725
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|