ბერუაშვილი გიორგი ივანეს ძე

გიორგი ივანეს ძე ბერუაშვილი დაიბადა 1916 წელს ქ. თბილისში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.  დაიღუპა ბრძოლაში 1944 წლის 14 იანვარს.

მშვიდი, უხმო ჯარისკაცი გიორგი ბერუაშვილი 38-ე მსროლელი დივიზიის 132-ე მესანგრე ბატალიონში განყოფილების მეთაური იყო. იგი ყოველთვის მეგობრულად ხვდებოდა და ეხმარებოდა ახალწვეულებს, პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობებს. ყველამ იცოდა, რომ რაც არ უნდა რთული დავალება მიეღო გიორგი ბერუაშვილს, იგი ამ დავალებას ბოლომდე შეასრულებდა.

ბერუაშვილის 38-ე დივიზია მდინარე დნეპრს 1943 წლის 24 სექტემბერს, ქ. პერეიასლავლთან მიადგა. უმაღლესმა მთავარსარდლობამ დნეპრის დაუყოვნებლივ ფორსირება ბრძანა. ეს ამოცანა შეუსრულებადი ჩანდა - პერეისლავლთან დნეპრი ძალზე განიერია და თან გერმანელები მარჯვენა ნაპირზე კარგად იყვნენ გამაგრებულნი. ლენინგრადში განსწავლულმა თბილისელმა ბერუაშვილმა მტკვარი გაიხსენა და იფიქრა - თუკი სწრაფ მტკვარზე კარგად დაცურავენ ბორნები, რატომ არ შეიძლება, რომ ისინი განიერ, მაგრამ მდორე დნეპრზე იქნან გამოყენებული?

ხელმძღვანელობას მოეწონა ბერუაშვილის იდეა. ყველა საჭირო მასალა შეგროვდა და წითელარმიელებმა იწყეს ბორნებით გადასვლა. ერთი კვირის მანძილზე ბერუაშვილმა მარჯვენა სანაპიროზე 20 ქვემეხის, 35 ყუმბარმტყორცნის, 3 საზენიტო ტყვიამფრქვევის, 200 ყუთი ტყვია-წამლის, 1500 მეომრის და მათი შეიარაღების გადატანა/გადაყვანა მოახერხა. 26 სექტემბრის დილას ბერუაშვილის ბორანი მტრის ჭურვმა დააზიანა, რომელზეც ქვემეხი იდგა. გიორგი წუთითაც არ დაფიქრებულა, მყისიერად გადახტა ყინულივით ცივ წყალში, მანამდე ტანსაცმელი გაიხადა და ამ ტანსაცმლით დაგმანა ხვრელები, რითაც ბორანი გადაარჩინა. ბერუაშვილი სიცივისგან კანკალებდა, მაგრამ ბრძოლას თავი არ მიანება.

ქართველი მეომარი დაიღუპა გერმანულ ტანკებთან და ქვეით ჯართან ბრძოლაში, ქალაქ ჩერკასთან ახლოს, სოფელ ბოსიევკას მიდამოებში, 1944 წლის 14 იანვარს. არადა, სულ რამდენიმე დღით ადრე მიენიჭა მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, მაგრამ ამ ინფორმაციამ ბატალიონში გიორგი ბერუაშვილის დაღუპვი



© Didisamamulo.ge
დაბრუნება