გრიგოლ მიხეილის ძე ბუაჩიძე დაიბადა 1916 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ფარცხნალში. სკკპ წევრი. არტილერისტი. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 26 ოქტომბერს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1996 წელს.ქართველი გმირის ბრძოლების გეოგრაფია უკრაინას, სტალინგრადს, შემდეგ ისევ უკრაინას (დნეპრის ფორსირება), მოლდავეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ავსტრიას და თვით ბერლინსაც მოიცავდა. ბუაჩიძე წითელ არმიაში 1939 წლიდან მსახურობდა, ვიდრე 1945 წლამდე, როდესაც რაიხსტაგის თავზე გამარჯვების წ...