ოქტ 29, 2020

ბერუაშვილი გიორგი ივანეს ძე

გიორგი ივანეს ძე ბერუაშვილი დაიბადა 1916 წელს ქ. თბილისში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.  დაიღუპა ბრძოლაში 1944 წლის 14 იანვარს.მშვიდი, უხმო ჯარისკაცი გიორგი ბერუაშვილი 38-ე მსროლელი დივიზიის 132-ე მესანგრე ბატალიონში განყოფილების მეთაური იყო. იგი ყოველთვის მეგობრულად ხვდებოდა და ეხმარებოდა ახალწვეულებს, პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობებს. ყველამ იცოდა, რომ რაც არ უნდა რთული დავალება მიეღო გიო...

ოქტ 13, 2020

ბუკია აკაკი კონსტანტინეს ძე

აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია დაიბადა 1914 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში. სკკპ წევრი. არტილერისტი, კადრის ოფიცერი, დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე პრუტის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. მონაწილეობდა ომში იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ.გარდაიცვალა 1975 წელს.1944 წლის აგვისტოს ბოლოს გვარდიის მაიორი აკაკი ბუკია მსახურობდა მე-5 მექანიზებული დნესტრის კორპუსის საარტილერიო პოლკში. მაიორმა ბუკიამ პირველმა მოახდინა მდინარე პრუტის ფორს...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება