1 ივნ, 2021

კოტანოვი თევდორე ევგენის ძე

ეროვნებით ბერძენი თევდორე (ფოტის) კოტანოვი მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში, წალკის რაიონის სოფელ ნეონ-ხარობაში (ქართულად - ახალი ხარება) დაიბადა 1914 წლის 4 აპრილს. შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ, შავ მუშად მუშაობდა. 1928 წლიდან ბაქოშია, სადაც ქვეითთა სკოლა დაამთავრა (1933 წ.). იმავე წელს სომხეთში, ლენინაკანში (ახლანდელი გიუმრი), მე-3 მსროლელ დივიზიაში დაიწყო მსახურობა, სადაც დაიწყო სამხედრო კარიერაში წინ წაწევა; 1936 წელს გადაისროლეს შორეულ აღმოსავლეთში, წყნარი ოკეანის ფლოტის სანაპირო ჯარების შემადგენლობაში, მაგრამ 1938 წლის ზაფხულში შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს და დააპატიმრეს „კონტრრევო...

1 ივნ, 2021

კოპცოვი ვასილი ალექსანდრეს ძე

ტიფლისში 1904 წლის 1-ლ იანვარს უბრალო მუშის ოჯახში დაბადებული ვასილი კოპცოვი დიდ სამამულო ომში 1941 წელს უკვე საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით ჩაება. გმირობის გამოვლენა მან 1939 წელს, იაპონელი აგრესორების წინააღმდეგ მონღოლეთში, მდ. ხალხინ-გოლის მიდამოებში მოასწრო.1939 წლის 22 აგვისტოს კოპცოვი, მე-6 მსუბუქი სატანკო ბატალიონის (მოგვიანებით ბრიგადად გადაკეთდა) მეთაურის რანგში, წინ გაუძღვა ბატალიონს შეტევაზე და მოწინააღმდეგის ძალების განადგურების შემდეგ, პირველი გავიდა მდინარე ხალეისტინ-გოლის ხეობაში, რითაც მოწინააღმდეგეს უკან დასახევი გზები მოუჭრა. კოპცოვის ჩასაფრებული ტანკები მუსრს ავლებდნენ ი...

19 მაი, 2021

კოზონოვი სარდიონ დავითის ძე

სიამაყის და, იმავდროულად, სირცხვილის გრძნობა ერთდროულად შეიძლება დაეუფლოს ქართველ ადამიანს სარდიონ კოზონოვის გახსენებისას: სიამაყის იმიტომ, რომ ეს ადამიანი საქართველოში (ქარელის რაიონის სოფ. უკანაანთუბანი) დაიბადა (1911 წლის 14 იანვარს), გაიზარდა და ცხოვრობდა; ხოლო სირცხვილი არის ის, რომ ეს გმირი ადამიანი, რომელმაც პირადად უმაღლესი მთავარსარდლის - სტალინის მადლობა დაიმსახურა, 1991 წელს ლტოლვილად იქცა და სიცოცხლე  ქ. ვლადიკავკაზში დაასრულა (1994 წლის 17 დეკემბერს).მშვიდობიანი გლეხკაცი, კოლმეურნეობის ბრიგადირი სარდიონ კოზონოვი ომში ქარელის რაიონული სამხედრო კომისარიატიდან გაიწვიეს 1941 წლის ი...

19 მაი, 2021

კობერიძე ერმალოზ გრიგოლის ძე

დაიბადა სოფ. ცხმორში (ონის რ-ნი) გლეხის ოჯახში, 1904 წლის 2 აპრილს. საშუალო განათლების მიღებისა და უბრალო მუშად მუშაობის შემდეგ, წითელი არმიის რიგებში შევიდა 1922 წელს. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი საბჭოთა კავშირის გმირი გახდებოდა, გენერალ-მაიორის რანგში...1926 წელს დაასრულა კრემლის გაერთიანებული სამხედრო სკოლა, მსახურობდა ქვეითად. 1933 წლიდან შინაგან ჯარებში, მე-13 და მე-5 მოტომსროლელ პოლკებში მსახურობდა. 1940 წელს იმავე შინსახკომის 1-ლ ოპერატიულ პოლკში იყო. დიდ სამამულო ომში 1941 წლის ივნისიდანვე ჩაერთო.1942 წლის აპრილიდან მეთაურობდა 117-ე მსროლელ დივიზიას, რომელიც კალინ...

19 მაი, 2021

კილასონია გერმანე ვლადიმერის ძე

ფოთში, მუშის ოჯახში  1913 წლის 17 აგვისტოს დაბადებულმა გერმანე კილასონიამ ისე ისახელა თავი დიდ სამამულო ომში, რომ ღირსი გახდა, 1945 წლის 24 ივნისს მოსკოვში, წითელ მოედანზე შემდგარი გამარჯვების აღლუმის მონაწილე გამხდარიყო.წითელი არმიის რიგებში 1935 წელს შევიდა და მისი თხოვნის საფუძველზე, ოდესის სამხედრო-საავიაციო სკოლაში გააგზავნეს სასწავლებლად, რომელიც 1937 წელს დაასრულა. იმავე წელს კილასონია კომპარტიაშიც მიიღეს.დიდი სამამულო ომის ფრონტებზე 1941 წლის ნოემბრიდან იბრძოდა, ომი აღმოსავლეთ პრუსიაში დაასრულა 1945 წელს (მე-3 ბელარუსიის ფრონტი, 1-ლი საჰაერო არმია, 182-ე მოიერიშე საავიაციო დივიზიის ...

მაი 18, 2021

კეთილაძე სერგი პოლიკარპეს ძე

1910 წლის 17 მაისს ზესტაფონში დაბადებული სერგი კეთილაძე 17 წლის ასაკში მოხალისედ შევიდა წითელი არმიის რიგებში. ამიერკავკასიის სამხედრო ქვეითთა სკოლის დასრულების შემდეგ, გახდა კადრის ოფიცერი. მსახურობდა ზაბაიკალსკი სამხედრო ოლქში და 1938 წელს მონაწილეობა მიიღო იაპონიის აგრესიის მცდელობის აღკვეთაში, შორეულ აღმოსავლეთში, ხასანის ტბის მიდამოებში. ამის შემეგ, კეთილაძემ ჩააბარა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, საიდანაც დროზე ადრე მოუხდა წამოსვლა - დიდი სამამულო ომის დაწყების გამო, ქართველი ოფიცერი მაიორის რანგში, ლენინგრადის ფრონტზე, 54-ე არმიაში, გაამწესეს.1942 წლის 30 იანვარს ლენინგრაის ფ...

მაი 6, 2021

კვაჭანტირაძე ვასილი შალვას ძე

მას მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა, მუშაობდა კოლმეურნეობაში, მაგრამ რამხელა სარგებელი მოუტანა სამშობლოს! - 1907 წლის იანვარში დაბადებული ოზურგეთელი ვასილი კვაჭანტირაძე დიდი სამამულო ომის ერთ-ერთ ყველაზე უფრო შედეგიან სნაიპერად არის აღიარებული. წითელ არმიაში კვაჭანტირაძე 1932-1933 წლებში მსახურობდა, ხოლო ომის დაწყებიდან მალევე, 1941 წლის აგვისტოში, იგი ხელმეორედ გაიწვიეს ქალაქ მახარაძის რაიონული სამხედრო კომისარიატიდან. მთელი ომის განმავლობაში ებრძოდა მძვინვარე მტერს და ხუთჯერ დაიჭრა, თუმცა ყოველთვის ახერხებდა მწყობრში ჩადგომას. თავისი სნაიპერული ნიჭი სტალინგრადის ბრძოლის ადრეულ ეტაპზე და...

5 მაი, 2021

კანკავა ვლადიმერ ალექსანდრეს ძე

„პოლიტრუკის“ - ვლადიმერ კანკავას სახელი ლეგენდად იქცა, მას მიეძღვნა არაერთი ლექსი და სიმღერა.დაიბადა 1916 წლის 8 იანვარს გეგეჭკორის (მარტვილის) რ-ნის სოფ. სერგიეთში. წითელ არმიაში პოლიტიკურ მუშაკად 1941 წლის ივნისიდან ირიცხებოდა. იყო 392-ე ქართული მსროლელი დივიზიის პოლიტიკური მუშაკი, 673-ე გამოყოფილი გამნაღმავი ბატალიონის კომისარი და იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე.  1942 წლის 9 სექტემბერს სპეციალურმა რაზმმა, კანკავას მონაწილეობით, გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და ფაშისტებისაგან გაათავისუფლა სოფ. პოკროვსკოე ყაბარდო-ბალყარეთში. მტერმა სოფლის დათმობა არ ისურვა და დაახლოებით კანკა...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება