5 იან, 2021

ზუმბულიძე ბაგრატ (ბორის) ზაქარიას ძე

ბაგრატ (ბორის) ზაქარიას ძე ზუმბულიძე დაიბადა 1905 წელს ქ. გორში. იყო სკკპ წევრი. მფრინავი. კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, ალექსანდრე ნეველის და სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 29 ივნისს - საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის. გარდაიცვალა თბილისში, 2000 წელს. 1927 წელს თბილისის გაერთიანებული ქვეითთა სკოლა დაამთავრა, თუმცა სამხედრო ავიაცია უფრო იტაცებდა. ამიტომ, 1932 წელს ზუმბულიძე უკვე ხარკოვის მფრინავთა და მფრინავ-დამკვირვებელთა სამხედრო საავიაც...

4 იან, 2021

ზუბალოვი თეოფილაქტე ანდრიას ძე

თეოფილაქტე ანდრიას ძე ზუბალოვი დაიბადა 1915 წელს წალკის რაიონის სოფელ გუნია-ყალაში, ეროვნებით ბერძენი. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ხუთჯერ იყო დაჭრილი და კონტუზიამიღებული, მაგრამ ყოველთვის მწყობრში დგებოდა და ფრონტზე ბრუნდებოდა. დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის და სუვოროვის მეოსამე ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთაკავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 20 დეკემბერს - დნეპრის გადალახვისათვის და წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1968 წელს, დაკრძალულია ქ. ესენტუკიში.წითელ არმიაში 1936-39 წლებში მსახურობდა. სწავლობდა სოფელში, შემდეგ - თბილის...

26 დეკ, 2020

ზაცეპა ლევ გრიგოლის ძე

ლევ გრიგოლის ძე ზაცეპა დაიბადა 1916 წელს თბილისში, მუშის ოჯახში. დაამთავრა სკოლის შვიდწლედი და საფაბრიკო-საქარხნო სასწავლებელი, მუშაობდა დურგლად. ჯარში 1936 წელს, თბილისის სამხედრო კომისარიატმა გაიწვია. გახდა მფრინავი, კადრის ოფიცერი, შევიდა სკკპ რიგებში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის მეორე ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 23 თებერვალს - საჰაერო ბრძოლებში მიღწეული წარმატებისათვის. გარდაიცვალა 1996 წლის 22 ნოემბერს ქ. ლუცკში (უკრაინა), სადაც იგი 1960 წლი...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება