5 მაი, 2023

ბაქრაძე დავით ილიას ძე

დავით ილიას ძე ბაქრაძე დაიბადა 1912 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ბორში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 7 აგვისტოს - პარტიზანულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1977 წელს.1941 წლის დეკემბრის ბოლოს არტილერისტი ბაქრაძე ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა და ტყვეთა ბანაკში გაამწესეს. 1942 წლის აგვისტოში ბაქრაძემ გაქცევის გეგმა ...

5 მაი, 2023

მებაღიშვილი კარლო ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1920 წელს, თბილისში, საშუალო სკოლა ახალციხეში დაამთავრა. იზიდავდა რა ავიაცია, ჩაირიცხა ქ. კრასნოდარის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში. 1940 წლიდან ომის პირველ დღეებამდე 313-ე განსაკუთრებული დეზვერვითი საავიაციო პოლკის შემადგენლობაში მსახურობდა.1941 წლის 22 ივნისიდანვე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, თითქმის მის დასრულებამდე. 1941 წლის 10 სექტემბრიდან მებაღიშვილი კომკავშირის ხაზით შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილების, დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედი, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ქვედანაყოფის მებრძოლად ჩარიცხეს, შემდეგ კი ამ ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე გა...

8 დეკ, 2022

დუპლი ივანე მინას ძე

ივანე მინას ძე დუპლი დაიბადა 1915 წელს უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის მხარეში. იყო სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლეში. ტანკისტი. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.ომში ივანე დუპლი ქუთაისიდან გაიწვიეს, სადაც იგი 6 კლასის დამთავრების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ლიტოფონის ქარხანაში, ელექტროშემდუღებლად.1943 წლის ოქტომბრამდე იბრძოდა დასავლეთის, ბრიანსკის, ვორონეჟის, 1-ლ უკრაინულ ფრონტებზე. იცავდა მოსკოვსა და სტალინგრადს...

10 ნოე, 2022

გამცემლიძე შოთა ლევანის ძე

შოთა ლევანის ძე გამცემლიძე დაიბადა 1921 წელს ქ. თბილისში. სკკპ წევრობის კანდიდატი. 1941 წლის მაისში გაიწვიეს წითელი არმიის რიგებში. 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსიაში, ქ. აულოვენენში გაცხარებული ბრძოლისას უმცროსი სერჟანტი შოთა გამცემლიძე ხელყუმბარების კონით ხელში შეუვარდა მოწინააღმდეგის ტანკს და აფეთქდა მასთან ერთად. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ).24 წლის სამშობლოს დამცველი ქართველი შოთა გამცემლიძე სმოლენსკის მე-4 საგვარდიო სუვოროვის წითელი დროშის ორდენოსანი მოტომსროლელი ბრიგადის მებრძოლი იყო, როდესაც 1945 წლის 20 იანვარს აღმოსავლეთ პრუსია...

21 ნოე, 2021

"ურანი" - სამხედრო ოპერაცია

ოპერაცია "ურანი" - სტალინგრადის სტრატეგიული შემტევი ოპერაციის შემადგენელი ნაწილის კოდური სახელწოდება. იხ.: სტალინგრადის ბრძოლა  

სექ 23, 2021

მუსტაფაევი ბექირ დურსუნის ძე (ბაქირ დურსუნ-ოღლი)

წარმოშობით ქურთი (საბუთების მიხედვით - აზერბაიჯანელად ჩაწერილი) ბექირ მუსტაფაევი 1898 წლის 11 თებერვალს ახალციხის რაიონის სოფელ ბლორძაში (გლაზარში), გლეხის ოჯახში დაიბადა. სკკპ წევრი გახდა 1944 წელს. ჯარში 1941 წლის აგვისტოში გაიწვიეს, 1942 წლის მარტიდან მონაწილეობდა კავკასიის თავდაცვაში. თავი გამოიჩინა ქერჩის ბრძოლებში 1943 წლის შემოდგომას. 56-ე არმიის 55-ე საგვარდიო წითელი დროშის ორდენოსანი ირკუტსკის მსროლელი დივიზიის 164-ე საგვარდიო მსროლელი პოლკის მსროლელი, რიგითი მუსტაფაევი, 1943 წლის 3 ნოემბერს, ქერჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოებულ ბრძოლაში მოწინააღმდეგის გამაგრებულ პუნქტს, სიმაღლეზე,...

სექ 23, 2021

მურადოვი ბედირ ბეიმონდის ძე

დაიბადა 1909 წელს ადიგენის რაიონის სოფელ ზედვანში (ზედუბანი). მურადოვის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ წითელ არმიაში გაიწვიეს 1944 წელს, ქერჩში და იბრძოდა მე-2 უკრაინის ფრონტის 46-ე არმიის, რიგებში, კერძოდ, ირიცხებოდა ორგზის წითელი დროშის მატარებელი, სუვოროვის ორდენის მფლობელ 83-ე გამოყოფილი ნოვოროსიისკის საზღვაო ქვეითთა ბრიგადის შემადგენლობაში, მსროლელი დივიზიის საზღვაო ქვეითთა 305-ე ბატალიონში. ასევე მონაწილეობდა დუნაის ფლოტილიის რიგებში და ფაშისტებისგან ათავისუფლებდა რუმინეთსა და იუგოსლავიას.გმირულად დაიღუპა იუგოსლავიაში, სოფელ ოპატოვეცთან (ამჟამინდელი ხორვატიის ტერიტ...

23 აგვ, 2021

მერკვილაძე დავით სერგის ძე

დაიბადა 1919 წლის 2 მაისს ზესტაფონის რ-ნის სოფ. ქვედა საქარაში. დავით მერკვილაძეზე ითქმის - დაბადებით მეომარი, სამხედრო კაცი.საშუალო განათლების მიღების შემდეგ მალევე, ჯარში გაიწვიეს. დიდ სამამულო ომში 1941 წლის ივლისიდან ჩაება. 1941-1943 წლებში იბრძოდა სამხრეთ დასავლეთის, სამხრეთის, ამიერკავკასიის, ისევ სამხრეთის, 1943-1944 წლებიდან - მე-4 უკრაინის, 1-ლი უკრაინის, შემდეგ ისევ მე-4 უკრაინის, მე-2 უკრაინის ფრონტებზე. იბრძოდა მეტად საპასუხისმგებლო - მზვერავის პოზიციაზე. დავით მერკვილაძემ თავი განსაკუთრებით გამოიჩინა მე-2 უკრაინის ფრონტის მე-7 საგვარდიო არმიის 151-ე მსროლელი დივიზიის 581-ე მსრო...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება