5 მაი, 2023

ბაქრაძე დავით ილიას ძე

დავით ილიას ძე ბაქრაძე დაიბადა 1912 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ბორში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 7 აგვისტოს - პარტიზანულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1977 წელს.1941 წლის დეკემბრის ბოლოს არტილერისტი ბაქრაძე ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა და ტყვეთა ბანაკში გაამწესეს. 1942 წლის აგვისტოში ბაქრაძემ გაქცევის გეგმა ...

15 აპრ, 2021

ბაგრატიონი. "ოპერაცია ბაგრატიონი", იგივე ბელორუსიის სამხედრო ოპერაცია, 1944 წ.

ბელორუსიის ოპერაცია (კოდური სახელწოდებით ოპერაცია „ბაგრატიონი“, რუს. Операция «Багратио́н») —  საბჭოთა ჯარების შეტევითი ოპერაცია ბელორუსიის ფრონტზე (23 ივნისი—29 აგვისტო, 1944), დიდი სამამულო ომის ფარგლებში, რომელსაც კოდური სახელი გამოჩენილი რუსი მხედართმთავრის, ეროვნებით ქართველის, გენერალ პეტრე ბაგრატიონის (რუსეთის 1812 წლის სამამულო ომის გმირი) პატივსაცემად დაერქვა - ასევე ქართველი ეროვნების, იოსებ სტალინის ინიციატივით. ოპერაცია ერთ-ერთი უმსხვილესი იყო მსოფლიო ომების ისტორიაში.სივრცული მასშტაბების თვალსაზრისით, ბელორუსიის შეტევითი ოპერაცია სამართლიანად ითვლება რუსული და საბჭოთა სამხედრო ...

5 ნოე, 2020

ბიბილაშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ბიბილაშვილი დაიბადა 1916 წელს ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის, წითელი წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) ბალტიისპირეთში წარმოებული ბრძოლებისათვის. დაიღუპა 1944 წლის 10 ოქტომბერს - ლიტვაში, დაბა ვიჟაიცეს განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში.გვარდიის კაპიტანი ალექსანდრე ბიბილაშვილი, დიდი სამამულო ომის 1-ლი და მე-2 ხარისხის ორდენების მფლობელი, ბატალიონის ...

5 ნოე, 2020

ბილანიშვილი გიორგი ივანეს ძე

გიორგი ივანეს ძე ბილანიშვილი დაიბადა 1917 წელს ქ. თბილისში. 1939 წელს დაამთავრა კიევის სამხედრო სასწავლებელი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. სკკპ წევრი. ხუთჯერ იყო დაჭრილი და გამოჯანმრთელების შემდეგ ყოველთვის უბრუნდებოდა ფრონტს. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით; საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1970 წელს.იდეალისტი ახალგაზრდა პედაგოგობაზე ოცნებობდა, მაგრამ კომკავშირის საგზურით ჯარში მოხვდა, გახდა საკადრო ოფიცერი. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ასაკში, დი...

5 ნოე, 2020

ბუაჩიძე გრიგოლ მიხეილის ძე

გრიგოლ მიხეილის ძე ბუაჩიძე დაიბადა 1916 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ფარცხნალში. სკკპ წევრი. არტილერისტი. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 26 ოქტომბერს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.  გარდაიცვალა 1996 წელს.ქართველი გმირის ბრძოლების გეოგრაფია უკრაინას, სტალინგრადს, შემდეგ ისევ უკრაინას (დნეპრის ფორსირება), მოლდავეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ავსტრიას და თვით ბერლინსაც მოიცავდა. ბუაჩიძე წითელ არმიაში 1939 წლიდან მსახურობდა, ვიდრე 1945 წლამდე, როდესაც რაიხსტაგის თავზე გამარჯვების წ...

ნოე 5, 2020

ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე

ალექსანდრე ლავრენტის ძე ბუგაევი დაიბადა 1909 წელს ქ. ბათუმში, რკინიგზელი მუშის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის ქართული საშუალო სკოლა, 8 კლასი, რის შემდეგაც საცხოვრებლად ნოვოსიბირსკის სოფელ ფიოდოროვკაში გადავიდა.ეროვნებით რუსი ბუგაევი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში (აქტიურ ბრძოლებში 1944 წლიდან), თუმცა ჯარში 1939 წლიდან მსახურობდა და იაპონელებთან ხალხინ-გოლის ბრძოლებშიც გამოიჩნა თავი. დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე ნარევის გადალახ...

ოქტ 29, 2020

ბახტაძე გიორგი (გრიგოლ) გიორგის ძე

გიორგი გიორგის ძე ბახტაძე დაიბადა 1916 წელს დაბა ხონში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1943-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებისათვის.  გარდაიცვალა 1957 წელს.1942 წელს წითელი არმიის რიგებში ნებაყოფლობით შევიდა და ომობდა ჩრდილო კავკასიაში, ტამანისა და ყირიმის ნახევარკუნძულებზე. შემდეგ უკრაინის გათავისუფლებაში ჩაერთო. გიორგი ბახტაძე ხერსონის 295-ე დივიზიის 1038-ე მსროლელთა პოლკში მსახურობდა 1-ლი ბატალიონის მე-2 მსროლელი რაზმის მეთაურად.1...

29 ოქტ, 2020

ბენდელიანი ჭიჭიკო ყაისარის ძე

ჭიჭიკო ყაისარის ძე ბენდელიანი დაიბადა 1914 წელს დაბა ჩოხატაურში. სკკპ წევრი. მფრინავი, კადრის ოფიცერი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1944 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 24 აგვისტოს - საჰაერო ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავგანწირვისათვის.  დაიღუპა საჰაერო ბრძოლაში, უკრაინის ქალაქ კოველთან ახლოს, 1944 წლის 20 ივლისს.იბრძოდა უკრაინაში, სტალინგრადში, სამხრეთ-დასავლეთისა და ცენტრალურ ფრონტებზე.ჯერ კიდევ 1941 წლის აგვისტოში უშიშარმა მფრინავმა ჭიჭიკო ბენდელიანმა ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება