9 ივნ, 2021

ლურსმანაშვილი ვლადიმერ სამსონის ძე

საბჭოთა მეომრების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებაზე, მათ იდეურ შთაგონებაზე, პირდაპირ იყვნენ პასუხისმგებლები პოლიტიკური მუშაკები, ე. წ. პოლიტრუკები. ვლადიმერ ლურსმანაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტმუშაკი იყო ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ წითელ არმიაში. იგი არა იმდენად სიტყვით, არამედ პირადი მამაცობითა და გმირობით აძლევდა მაგალითს ჯარისკაცებს.დაიბადა 1909 წლის 13 დეკემბერს ხარაგაულის რ-ნის სოფ. ჩხერში. 1928 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, თუმცა უკვე მანამდე კომკავშირის წევრი იყო (სკკპ-ში გაწევრიანდა 1940 წელს). 1935 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1941 წლის მობილიზაციის შემდეგ, ფრონტზე მოგვიანებით, ...

9 ივნ, 2021

ლიტვინჩუკი ბორის მიხეილის ძე

პატარა აზერბაიჯანულ სოფელ აჯიქაბულში 1917 წლის 1-ლ ივნისს დაბადებული ბორის ლიტვინჩუკი მშობლებმა იმავე წელს თბილისში გადმოიყვანეს. ბორისი თბილისში გაიზარდა, დაამთავრა სასკოლო შვიდწლედი და შემდეგ თბილისის მანქანათშემკეთებელ ქარხანაში მჩარხავად მუშაობდა. კიდევ  უფრო მოგვიანებით ბათუმის აეროკლუბი დაამთავრა, რაც მისი სამხედრო მფრინავის კარიერის საფუძველი გახდა.ჯარში გაწვევის შემდეგ, 1938 წელს, დაასრულა მფრინავთა კურსი ეისკის მფრინავთა სამხედრო-საზღვაო საავიაციო სკოლაში. ფრონტზე ომის დასაწყისში, 1941 წლის ივნისში გაიწვიეს.1944 წლის აპრილისათვის კაპიტანი ბორის ლიტვინჩუკი შავი ზღვის ფლოტის 1-ლი მნა...

3 ივნ, 2021

ლეჟავა ვახტანგ აკაკის ძე

თბილისში 1923 წელს დაბადებული ვახტანგ ლეჟავა, კომკავშირის წევრი, 1941 წელს თბილისის სამხედრო ქვეითთა სასწავლებლის კურსდამთავრებული, გვარდიის ლეიტენანტის წოდებით, მოხალისედ ჩაირიცხა წითელი არმიის რიგებში, როგორც კი დიდი სამამულო ომის დაწყება გამოცხადდა. ლეჟავა კარგად  იყო მომზადებული ფიზიკურად, სასკოლო ათწლედის დამთავრების შემდეგ იგი ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი გახდა.ფრონტზე მოქმედ არმიაში ლეჟავა მოგვიანებით, 1942 წლის იანვარში გაიგზავნა. იბრძოდა 45-ე (1943 წლის მარტიდან - 74-ე გვარდიულ) მსროლელ დივიზიაში სამხრეთ-დასავლეთის, ბრიანსკის, სტალინგრადის, დონის, ისევ სამხრეთ-დასავლეთის, მე-3 უ...

3 ივნ, 2021

ლელაძე გიორგი დავითის ძე

დაიბადა 1919 წლის 16 ნოემბერს თერჯოლის რ-ნის სოფ. საზანოში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1938 წელს, მოსკოვში გადავიდა სასწავლებლად, სადაც არქიტექტორულ ინსტიტუტში მოეწყო. 1942 წელს გახდა სკკპ წევრი.1941 წლის ივნისში გიორგი ლელაძე მობილიზებულ იქნა მოსკოვის მისადგომებთან გასამაგრებელი ნაგებობების მოსაწყობად, ხოლო აგვისტოში გაიწვიეს წითელ არმიაში - სამხედრო სასწავლებელში. 1942 წელს ვლადიმირის სამხედრო ქვეითთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მაისიდან, ფრონტზე გაგზავნეს, სადაც 1945 წლის ჩათვლით იბრძოდა, მე-15 მსროლელი დივიზიის 321-ე  მსროლელი პოლკის შემადგენლობაში. კურსკის შვერილზე წარმოებ...

7 მაი, 2021

ლესელიძე კონსტანტინე ნიკოლოზის ძე

46-ე, 47-ე და მე-18 არმიების სარდალი ამიერკავკასიის, ჩრდ. კავკასიის და 1-ლ უკრაინულ ფრონტებზე, გენერალ-პოლკოვნიკი. დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფ. ხვარბეთში 1903 წლის 2 ოქტომბერს. ჰყავდა 3 ძმა - ვიქტორი, დავითი და ვალერიანი. ყველა მათგანი იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე არტილერისტებად. ვიქტორ ლესელიძეც საბჭოთა კავშირის ომის გმირი გახდა. ოთხი ძმიდან სამი სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა (თავად კონსტანტინე, ასევე ვიქტორი და ვალერიანი).კონსტანტინე ლესელიძემ ოზურგეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი (1919 წელს) და შემდეგ ოზურგეთის გიმნაზიის 5 კლასი (1921 წელს) დაასრულა. წითელ არმიაში მოხალისედ,...

მაი 7, 2021

ლესელიძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე

არელიის ფრონტის მე-7 არმიის 619-ე ნაღმმტყორცნი პოლკის მეთაური, პოდპოლკოვნიკი. დაიბადა 1907 წლის 7 იანვარს ოზურგეთის მაზრის სოფ. ხვარბეთში. ჰყავდა 3 ძმა - კონსტანტინე, დავითი და ვალერიანი. ყველა მათგანი იბრძოდა დიდი სამამულო ომის ფრონტებზე არტილერისტებად. კონსტანტინე ლესელიძეც საბჭოთა კავშირის ომის გმირი გახდა. ოთხი ძმიდან სამი სახლში ცოცხალი ვეღარ დაბრუნდა (თავად ვიქტორი, ასევე კონსტანტინე და ვალერიანი).დაასრულა გიმნაზიის ექვსი კლასი, წითელ არმიაში 1925 წლიდან შევიდა, კომუნისტურ პარტიაში - 1938 წელს. 1929 წელს სამხედრო-საარტილერიო სკოლა დაამთავრა, მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქში (ოკრუ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება