12 მაი, 2023

8 წლის დავით ხიმშიაშვილი 2023 წლის 9 მაისის საზეიმო აქციაზე

ევრაზიის ინსტიტუტი და პროექტი „საქართველოს უკვდავი ჯარი“ წარმოგიდგენთ რვა წლის დავით ხიმშიაშვილს, რომელმაც არაერთი პატრიოტული ლექსი იცის ზეპირად. ეს ლექსი მან დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავზე, თბილისში, ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წარმოსთქვა, ომის გმირების ხსოვნის საპატივსაცემოდ!  იხილეთ ვიდეოზე:  

19 მაი, 2022

სევასტოპოლში ქართველებმა გვასახელეს , საქართველოში კი ახლა სირცხვილით უნდა ვიწვოდეთ!

უამრავი ქართველი შეეწირა მართალ საქმეს - ფაშიზმთან ომს. საქართველოს მიერ დიდ სამამულო ომში გაგზავნილი და ამ ომში დაღუპული მებრძოლებიდან უმეტესი ნაწილი ყირიმში წარმოებული ბრძოლების შედეგად დაეცა. ქართველები მამაცურად იბრძოდნენ ქერჩში, სევასტოპოლის დაცვისა და მისი გათავისუფლების დროს.

10 მაი, 2022

ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერებმა ქვეყნის რეგიონებშიც მიაგეს პატივი დიდი სამამულო ომის მებრძოლებს

როგორც ვიუწყებოდით, ევრაზიის ინსტიტუტმა (მოძრაობა "საქართველოს უკვდავი ჯარის" ინიციატორი ორგანიზაცია) 9 მაისს ჩაატარა საზეიმო ღონისძიებები, პატივი მიაგო რა ფაშიზმთან ომში დაღუპულ გმირებს. დედაქალაქის გარდა, ასეთი ღონისძიებები, თუნდაც უფრო მცირე მასშტაბით, რეგიონებშიც ჩატარდა. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს რამდენიმე ადგილიდან.

9 მაი, 2022

ევრაზიის ინსტიტუტის მხარდამჭერების სადღესასწაულო აქცია 9 მაისს, ქ. თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტის“ ინიციატივით, 9 მაისს, თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში – ბათუმში, ქარელსა და თელავში, გაიმართა გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სამახსოვრო ღონისძიებები. ინიციატივას მხარი დაუჭირეს არა მხოლოდ 2009 წელს დაარსებული ევრაზიის ინსტიტუტის აქტივისტებმა, არამედ თანამოაზრეებმა სხვა ორგანიზაციებიდან, როგორც მაგალითად, ტარას გაგნიძემ (ფონდი „ისტორიული მემკვიდრეობა“), ვიქტორ ცაავამ (პოლიტკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“), გიორგი ირემაძემ („პატრიოტი ტვ“) და სხვ.

10 მაი, 2021

თბილისში გენერალი კ. ლესელიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს

საბჭოთა კავშირის გმირის, ფრონტზე ოთხი ძმის  გამგზავნი ოჯახის წარმომადგენლის, კონსტანტინე ლესელიძის ბიუსტთან, თბილისის ცენტრში, გამარჯვების დღეს, „საქართველოს უკვდავი ჯარის“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ყვავილები მიიტანეს. 

მაი 10, 2021

ქარელში დიდი სამამულო ომის მემორიალი შეაკეთეს და საზეიმო ღონისძიება ჩაატარეს

9 მაისი ქარელში, შეძლებისდაგვარად, საზეიმოდ აღინიშნა. საზეიმო განწყობას აძლიერებდა ის ფაქტი, რომ ენთუზიასტმა ქართველებმა, რომელთათვის ძვირფასია ფაშიზმთან მებრძოლთა ხსოვნა, ქალაქში მდგომი დიდი სამამულო ომის მემორიალი შეაკეთეს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოუვლელი და დაზიანებული იყო.

მაი 9, 2021

გიორგი კანდელაკმა და მისმა თანაგუნდელებმა 9 მაისი აღნიშნეს

დღეს გორში მსვლელობა მოეწყო. მოძრაობა ,,ერთად ძლიერი საქართველოსთვის'' წევრებმა ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს.ფაშიზმზე გამარჯვებიდან 76-ე წლისთავზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი კანდელაკმა და მისი თანამებრძოლებმა მსვლელობა ჩაატარეს.

20 აპრ, 2021

ქარელში დიდი სამამულო ომის მონუმენტის შესაკეთებლად შემოწირულობები გროვდება

ვებგვერდი „დიდი სამამულო“ და ორგანიზაცია „საქართველოს უკვდავი ჯარი“ შეძლებისდაგვარად იღვწის იმ ძეგლების გადასარჩენად, რომლებიც საქართველოში 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომისა და ამ ომში მონაწილე ყველა ადამიანის ხსოვნას ეძღვნება. საქართველოში, საბჭოთა პერიოდში, უამრავ ადგილას იქნა აგებული შინმოუსვლელთა მემორიალები, რომლებიც მოვლა-პატრონობას საჭიროებს.


© Didisamamulo.ge
დაბრუნება