5 მაი, 2023

მებაღიშვილი კარლო ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1920 წელს, თბილისში, საშუალო სკოლა ახალციხეში დაამთავრა. იზიდავდა რა ავიაცია, ჩაირიცხა ქ. კრასნოდარის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელში. 1940 წლიდან ომის პირველ დღეებამდე 313-ე განსაკუთრებული დეზვერვითი საავიაციო პოლკის შემადგენლობაში მსახურობდა.1941 წლის 22 ივნისიდანვე მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, თითქმის მის დასრულებამდე. 1941 წლის 10 სექტემბრიდან მებაღიშვილი კომკავშირის ხაზით შინსახკომის განსაკუთრებული განყოფილების, დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედი, განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის ქვედანაყოფის მებრძოლად ჩარიცხეს, შემდეგ კი ამ ქვედანაყოფის მეთაურის მოადგილე გა...

23 სექ, 2021

მუსტაფაევი ბექირ დურსუნის ძე (ბაქირ დურსუნ-ოღლი)

წარმოშობით ქურთი (საბუთების მიხედვით - აზერბაიჯანელად ჩაწერილი) ბექირ მუსტაფაევი 1898 წლის 11 თებერვალს ახალციხის რაიონის სოფელ ბლორძაში (გლაზარში), გლეხის ოჯახში დაიბადა. სკკპ წევრი გახდა 1944 წელს. ჯარში 1941 წლის აგვისტოში გაიწვიეს, 1942 წლის მარტიდან მონაწილეობდა კავკასიის თავდაცვაში. თავი გამოიჩინა ქერჩის ბრძოლებში 1943 წლის შემოდგომას. 56-ე არმიის 55-ე საგვარდიო წითელი დროშის ორდენოსანი ირკუტსკის მსროლელი დივიზიის 164-ე საგვარდიო მსროლელი პოლკის მსროლელი, რიგითი მუსტაფაევი, 1943 წლის 3 ნოემბერს, ქერჩის ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოებულ ბრძოლაში მოწინააღმდეგის გამაგრებულ პუნქტს, სიმაღლეზე,...

23 სექ, 2021

მურადოვი ბედირ ბეიმონდის ძე

დაიბადა 1909 წელს ადიგენის რაიონის სოფელ ზედვანში (ზედუბანი). მურადოვის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ წითელ არმიაში გაიწვიეს 1944 წელს, ქერჩში და იბრძოდა მე-2 უკრაინის ფრონტის 46-ე არმიის, რიგებში, კერძოდ, ირიცხებოდა ორგზის წითელი დროშის მატარებელი, სუვოროვის ორდენის მფლობელ 83-ე გამოყოფილი ნოვოროსიისკის საზღვაო ქვეითთა ბრიგადის შემადგენლობაში, მსროლელი დივიზიის საზღვაო ქვეითთა 305-ე ბატალიონში. ასევე მონაწილეობდა დუნაის ფლოტილიის რიგებში და ფაშისტებისგან ათავისუფლებდა რუმინეთსა და იუგოსლავიას.გმირულად დაიღუპა იუგოსლავიაში, სოფელ ოპატოვეცთან (ამჟამინდელი ხორვატიის ტერიტ...

23 აგვ, 2021

მერკვილაძე დავით სერგის ძე

დაიბადა 1919 წლის 2 მაისს ზესტაფონის რ-ნის სოფ. ქვედა საქარაში. დავით მერკვილაძეზე ითქმის - დაბადებით მეომარი, სამხედრო კაცი.საშუალო განათლების მიღების შემდეგ მალევე, ჯარში გაიწვიეს. დიდ სამამულო ომში 1941 წლის ივლისიდან ჩაება. 1941-1943 წლებში იბრძოდა სამხრეთ დასავლეთის, სამხრეთის, ამიერკავკასიის, ისევ სამხრეთის, 1943-1944 წლებიდან - მე-4 უკრაინის, 1-ლი უკრაინის, შემდეგ ისევ მე-4 უკრაინის, მე-2 უკრაინის ფრონტებზე. იბრძოდა მეტად საპასუხისმგებლო - მზვერავის პოზიციაზე. დავით მერკვილაძემ თავი განსაკუთრებით გამოიჩინა მე-2 უკრაინის ფრონტის მე-7 საგვარდიო არმიის 151-ე მსროლელი დივიზიის 581-ე მსრო...

23 აგვ, 2021

მერკვილაძე გარი ალექსანდრეს ძე

დაიბადა 1923 წლის 17 თებერვალს ბათუმში. 9 კლასის სასკოლო განათლების მიღების შემდეგ, დაინტერესდა სამხედრო ავიაციით. უკვე ომის დროს, 1941 წელს, დაასრულა თბილისის, 1942 წელს კი - ქ. არმავირის მფრინავთა სამხედრო-საავიაციო სკოლა, თუმცა მანამდე ფრენა ბათუმის აეროკლუბში ისწავლა.დიდ სამამულო ომში 1943 წლის მარტში ჩაერთო (270-ე, 1944 წლიდან კი - 152-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკი, 1-ლი საგვარდიო საჰაერო-მოიერიშე დივიზია, მე-2 საჰაერო არმია, 1-ლი უკრაინული ფრონტი). ამავე წელს ბრძოლებში თავი გამოიჩინა და უმცრ. ლეიტენანტის წოდება მიიღო. 1943 წლის 23 აგვისტოსთვის გარი მერკვილაძეს უკვე 50 საბრძოლო ფრე...

ივნ 15, 2021

მაისურაძე გიორგი ვასილის ძე

ონის რაიონის სოფ. ქვედში 1908 წელს დაბადებული გიორგი მაისურაძის გმირობა, რომელიც მან 1943 წელს, ბელარუსიის გათავისუფლებისას გამოავლინა, თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე კონკრეტიკას იყო მოკლებული. ეს თავად ამ რაჭველი კაცის მოკრძალებულობის „ბრალია“. დღესაც მის შესახებ ცნობები მწირია როგორც ქართულ, ისე რუსულ წყაროებში (ყოველ შემთხვევაში, დიგიტალიზებულ მასალებში). მხოლოდ აქ წარმოდგენილი ფოტოსურათის მოპოვება შევძელით, რომელიც ომის დამთავრებიდან კარგა ხნის შემდეგ არის გადაღებული. თუმცა ყველაფერზე თანმიმდევრობით.რიგითი მაისურაძე 1943 წელს მდ. დნეპრის ფორსირებაში მონაწილეობდა (ცენტრალური ფრონტი, 6...

ნოე 28, 2020

სეით მილდიანი - წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალერი

ჩვენს წამოწყებას, შევქმნათ პირველი ძლიერი ქართული ინტერნეტ-რესურსი დიდი სამამულო ომის შესახებ, ჩვენი ინტერნეტ-გამომწერების, ასევე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მკითხველების გამოხმაურებაც მოჰყვა.


© Didisamamulo.ge
დაბრუნება