აპრ 21, 2021

კაზარიანი აშოტ ვაგარშაკის ძე

დაიბადა 1919 წელს სოფელ ჩიფტ-ქილისაში, წალკის რაიონი. სკოლაში თბილისში დადიოდა. 1939 წელს კი ჯარში გაიწვიეს, თბილისის სამხედრო კომისარიატის მეშვეობით. იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთის, კალინინის, დასავლეთის, 1-ლ ბალტიისპირა, მე-3 ბელორუსულ ფრონტებზე. ოთხჯერ იყო დაჭრილი, მაგრამ ოთხჯერვე მწყობრში ჩადგა და ბრძოლა განაგრძო. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, წითელი დროშის ორი ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს. გარდაიცვალა 1995 წელს ერევანში.აშოტ კაზარიანი ტანკისტი გახლდათ, თავისი ბრძოლისუნარიანობა წალკელმა მებრძოლმა განსაკუთრებით 19...

დეკ 10, 2020

კავკასიის (კავკასიისთვის) ბრძოლა 1942-1943 წ.წ.

კავკასიის (კავკასიისთვის) ბრძოლა (რუს.: Битва за Кавказ)— სამხედრო ოპერაციების ერთობლიობაა დიდი სამამულო ომის ფარგლებში, განხორციელებული საბჭოთა კავშირის არმიების მიერ ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის დაცვის და გათავისუფლების მიზნით (1942 წლის 25 ივლისი — 1943 წლის 9 ოქტომბერი).  კავკასიისთვის ბრძოლაში მონაწილეობდნენ სამხრეთის, ჩრდილო-კავკასიის და ამიერკავკასიის ფრონტები, შავი ზღვის ფლოტი, აზოვისა და კასპიის სამხედრო ფლოტილიები. გერმანიის შეიარაღებული ძალების — ვერმახტის მთავარ ამოცანას 1942 წლის კამპანიის დროს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ფრონტზე საბჭოთა ჯარების დამარცხება, მდინარე ვოლგასა და კა...

დეკ 9, 2020

კურსკის ბრძოლა 1943 წ.

კურსკი - ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, რომლის სიახლოვეს 1943 წლის 5 ივლისისა და 25 აგვისტოს მონაკვეთში გაიმართა გარდამტეხი ბრძოლა ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, მათ შორის, ისტორიაში ყველაზე დიდი სატანკო ბატალიები. კურსკის ბრძოლა საბჭოთა ჯარების თავდაცვით (5 ივლისი - 23 ივლისი) და შემტევი (12 ივლისი - 23 აგვისტო) სტრატეგიული ოპერაციების ერთობლიობას წარმოადგენს.სტალინგრადის ბრძოლაში და წითელი არმიის ზამთრის შეტევის შედეგად განცდილი მარცხის შემდეგ, ნაცისტური გერმანიის სარდლობამ დაკარგული სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნების მიზნით, აღმოსავლეთის ფრონტზე დიდი შეტევის წამოწყება გადაწყვ...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება