ადამია ნოე პეტრეს ძე

ნოე პეტრეს ძე ადამია დაიბადა 1917 წლის 21 დეკემბერს წულუკიძის რაიონის სოფელ მათხოჯში. სკკპ წევრი.  დიდ  სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1942 წლებში. მეზღვაური, დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, მედლებით "მამაცობისათვის" და "საბრძოლო დამსახურებისათვის". საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1942 წლის 24 ივლისს (სიკვდილის შემდეგ) - სევასტოპოლის დაცვისას გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.

შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეით ძალებში კარგად იცნობდნენ სნაიპერ ნოე ადამიას. 1942 წლის 17 ივნისს, მოწინააღმდეგემგაარღვია 775-ე მსროლელი პოლკის დაცვის ხაზი და ზურგიდან დაემუქრა საზღვაო ბრიგადის 1-ლ ბატალიონს. ვითარება მძიმე იყო. საბჭოთა ხელმძღვანელობას არ ჰყავდა რეზერვი, ხოლო მოწინააღმდეგე ნაბიჯ-ნაბიჯ მოიწევდა სევასტოპოლისკენ. ხელმძღვანელობამ 1-ლ ბატალიონს სამი სნაიპერი - ნოე ადამია და მის მიერვე აღზრდილი სნაიპერები - ზამკოვი და გაი დაახმარა. საბჭოთა სნაიპერებმა 50 ფაშისტი გაანადგურეს. გერმანელები პანიკამ მოიცვა და მათ უკან მოკურცხლეს.

ამ ფაქტიდან სამი დღის შემდეგ, ნოე ადამია წინ გაუძღვა 15 წითელარმიელს და მოწინააღმდეგე სანგრებიდან გაყარა.

21 ივნისს ადამია, 11 საბჭოთა მსროლელთან ერთად, მტრის ალყაში მოექცა. გერმანელმა ჯარისკაცებმა მათ დანებება შესთავაზეს, თუმცა სნაიპერები არც კი განიხილავდნენ ასეთ ვარიანტს. მათ 180 გერმანელი დახოცეს და მოახერხეს, მიეღწიათ თავიანთი ბრიგადისთვის.

ნოე ადამია სნაიპერული მოძრაობის დამაარსებელი იყო. მან 80 სნაიპერი აღზარდა. ნოე ადამიას პირადი სნაიპერული რეკორდია 200 დახოცილი ფაშისტი ჯარისკაცი, მან ასევე ვერმახტის ორი ტანკი ააფეთქა.

იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1942 წლის 3 ივლისს, საბჭოთა ჯარის სევასტოპოლიდან ევაკუაციისას, ბრძოლის დროს.

შემდგომ გაირკვა, რომ დაიღუპა კამიშევის ყურესთან, გასფორტის რაიონში და დაკრძალულია იქნა იქვე, მე-7 საზღვაო ქვეითი ბრიგადის 86 ჯარისკაცთან ერთად.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება