გრიგორიანი სერგო ვართანის ძე

სერგო ვართანის ძე გრიგორიანი დაიბადა 1923 წელს თეთრი-წყაროში. სამხედრო ფერშალი. საბჭოთა არმიის რიგებში შევიდა მოხალისედ 1942 წელს, მიატოვა რა სწავლა  თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენითა და მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1943 წლის 20 დეკემბერს (სიკვდილის შემდეგ) ბრძოლაში მეთაურის გადარჩენისათვის საკუთარი სიცოცხლის ფასად. დაიღუპა ბრძოლაში 1943 წლის 4 ოქტომბერს.

ფრონტზე გრიგორიანი სანიტარული ქვედანაყოფის მე-3 ბატალიონის ფელდშერად მსახურობდა. 1943 წლის ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში სანიტარული შენაერთის მებრძოლებმა, სტეპის ფრონტის შეტევის დროს, ბრძოლის ველიდან ბატალიონის 250 მებრძოლი გამოიყვანეს, მათ შორის, პირადად გრიგორიანმა  40 ადამიანი გადაარჩინა.

გრიგორიანის ბატალიონი 1943 წლის 4 ოქტომბერს მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, სოფელ ანოვკას ასაღებად. ტაქტიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა და ბატალიონი მტრის ალყაში მოექცა, მათ შორის, სანიტარული ქვედანაყოფი. ნაცისტების ტანკები საბჭოთა ბატალიონის განლაგებაში შეიჭრნენ. ბატალიონი რკალისებურ დაცვაში იდგა, ტანკების წინააღმდეგ მათ მხოლოდ ხელყუმბარები ჰქონდათ. სერგო გრიგორიანი ბატალიონის მეთაურთან ერთად სანგარში იყო, რომელსაც მტრის ტანკი მოადგა, ცოტა ხნით გაჩერდა და შემდეგ გზა განაგრძო. გრიგორიანმა ტანკს ხელყუმბარა დააწია და ისე დააზიანა, რომ ტანკი გაჩერდა. ბატალიონის მეთაურმა ამასობაში გადაწყვეტილება მიიღო, რომ ალყა გაერღვიათ,იგი პირველი წამოდგა სანგრიდან და გასცა ბრძანება შეტევის დაწყების შესახებ.

ამ დროს, ცეცხლწაკიდებული ტანკიდან ამოსულმა გერმანელმა ტანკისტმა ბატალიონის მეთაურს ავტომატი დაუმიზნა. გრიგორიანი თავის მეთაურს გადაეფარა და გერმანელის ტყვიები ამ საოცარმა ადამიანმა მიიღო თავის სხეულზე, მეთაური კი გადარჩა, რამაც ბატალიონის ორგანიზებაში დიდი როლი შეასრულა. საბჭოთა მეომრებმა ალყა გაარღვიეს და თან გმირულად დაღუპული თეთრიწყაროელი სერგო გრიგორიანის ნეშტიც გამოიტანეს.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება