ნოე 25, 2020

გვანცელაძე ვლადიმერ ვასილის ძე

ვლადიმერ ვასილის ძე გვანცელაძე დაიბადა 1919 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ უკანეთში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1942-1945 წლებში. დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს - მდ. დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1970 წელს.როდესაც ვ. გვანცელაძემ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიიღო, მის 91-ე არმიის საინჟინრო ბატალიონში ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია. 1943 წლის სექტემბერში გვანცელაძეს დაევალა ჯარისკაცებითა და სამხედრო ტექნიკით დატვირთული ბორნის მართვა, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადაყვანი...

ნოე 10, 2020

გალუსტაშვილი სოკრატე ალექსის ძე

სოკრატე ალექსის ძე გალუსტაშვილი დაიბადა 1920 წელს გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 3 ივნისს სამხრეთ უკრაინაში წარმოებული ბრძოლებისათვის. გარდაიცვალა 1981 წელს.იქ, სადაც დნეპრი შავ ზღვას უერთდება, მდინარის კალაპოტის ცვლილებისგან გადაულახავი 6-8 კმ სიგანისა და 12-15 მ. სიღრმის ლიმანებია წარმოქმნილი. ერთ-ერთი ასეთი ლიმანის ნაპირზე, სოფელ კასპეროვკასთან, სადაც გერმანელებს დიდი ძალები ჰქონდათ თავმოყრილი, 1944 წლის მარტის შუა რიცხვებში...

ნოე 5, 2020

გაბრიაძე გრიგოლ ივანეს ძე

გრიგოლ ივანეს ძე გაბრიაძე დაიბადა 1917 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ ძუყნურში. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს (სიკვდილის შემდეგ) ყირიმის ნახევარკუნძულის გათავისუფლებისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. დაიღუპა ხელჩართულ ბრძოლაში სევასტოპოლის მისადგომებთან 1944 წლის 19 აპრილს.მამაცი ქართველი მებრძოლი, უფროსი ლეიტენანტი გრიგოლ გაბრიაძე 1944 წელს მე-4 უკრაინულ ფრონტზე იბრძოდა, იგი მეთაურობდა დებალცევოს 346-ე დივიზიის 1168-ე წითელი დროშის ორდენოსანი პოლკის 1-ლი ბატალიონის მე-3 ქვედანაყოფს. ამ წლის 9 აპრილს დიდი ბრძოლები მიმ...

ნოე 5, 2020

გავრილოვი კუზმა ანტონის ძე

კუზმა ანტონის ძე გავრილოვი დაიბადა 1922 წელს, ონუფრიევის რაიონის სოფ. ზიბკოეში (ცენტრალური უკრაინა). საქართველოში ცხოვრობდა 1930 წლიდან. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. არაერთგზის იყო დაჭრილი. დაჯილდოებულია დიდი სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენით, ლენინის ორდენითა და მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 10 იანვარს - დნეპრის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის.1943 წლის 23 სექტემბერს 38-ე მსროლელი დივიზია მდინარე დნეპრს მიადგა. დაიწყო მოწინავე ნაწილების გადასვლა მდინარის მარჯვენა ნაპირზე, რაც ტივებით, კასრებით, ნავებით, ბორნებით ხდებოდა. სა...


© Didisamamulo.ge
დაბრუნება