დიახ, დიდი სამამულო ომი, რომლის მოგებაში საქართველოსაც აქვს თავისი წვლილი შეტანილი!

თანამედროვე საქართველოში თითქმის ყველაფერი იჩქმალება, რაც დაკავშირებულია 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომთან და ამ წმინდა ომში საქართველოს მონაწილეობასთან. საქმე მავანთ ისე სურთ წარმოჩნდეს, რომ ეს ომი არ ყოფილა სამამულო ხასიათის და საქართველო მასში მხოლოდ იძულებით მონაწილეობდა. ძალიან დადებითად გამოირჩევა საერთო ფონისგან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში გასული სიუჟეტი, რომელიც 2016 წლის 22 ივნისს გავიდა ეთერში.

მართალია, გადაცემის წამყვანი შეცდომით ამბობს, რომ 1941 წლის 22 ივნისს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო (რეალურად - მეორე მსოფლიო ომის დასაწყისად 1939 წლის 1 სექტემბერია მიჩნეული), მაგრამ ეს მას ბოროტი განზრახვით არ მოსვლია. რაც მთავარია, სიუჟეტში ღირსეულად არის ნახსენები საბჭოთა კავშირის (და მასთან ერთად, საქართველოს) წვლილი ფაშიზმზე გამარჯვებაში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება