როგორ გადაარჩინა ბერიამ ფაშისტი სამხედრო ტყვეები

ზუსტად 80 წლის წინ, 1943 წლის 31 იანვარს ტყვედ ჩაბარდა ფელდმარშალი პაულუსი - როგორც ერთ-ერთი ასეულ ათასებიდან, ტყვე გერმანელი სამხედრო მოსამსახურე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა სტალინგრადის ბრძოლის დასრულებას, რომელიც გარდამტეხი იყო დიდ სამამულო ომში. თუ როგორ მოექცა საბჭოთა ხელისუფლება და კერძოდ, ლავრენტი ბერია გერმანელ ტყვეებს, ამსხვრევს დიდი სამამულო ომის მთავარ რუსოფობიურ მითს.

ჯერ კიდევ 1943 წლის 6 იანვარს, საბჭოთა სარდლობამ ალყაშემორტყმულ მე-6 არმიას შესთავაზა შეეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა, სიცოცხლის გარანტიას აძლევდა ჩაბარებულებს, დაჭრილებს, ავადმყოფებს. მაშინ პაულუსმა უარი თქვა ამ წინადადებაზე, რითაც საკუთარი ალყაშემორტყმული ჯარი განადგურებისთვის გაწირა. 
 
    მაგრამ გადარჩენისთვის მებრძოლ გერმანელებს და მათ მოკავშირეებს არანაკლებს საშიში ბედი ელოდათ. მრავალი მათთაგანი უკვე სხვადასხვა დაავადებას და ფიზიკურ გამოფიტვას ებრძოდა. თქმაც არ უნდა, „მესამე რაიხში“ საბჭოთა ტყვეებს ანალოგიურ სიტუაციაში სიკვდილი ელოდათ. მაგრამ საბჭოთა კავშირი არ იყო ნაცისტური გერმანია. 
 
  
    სსრკ, კონვენციები და ტყვეები 
 
   1929 წელს, ჟენევაში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს კონვენციები "დაჭრილების და ავადმყოფების ბედის გაუმჯობესების შესახებ მოქმედ ჯარებში" და "სამხედრო ტყვეების მკურნალობის შესახებ". მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-მ არ მოახდინა ბოლო მათგანის რატიფიცირება, 1931 წელს საბჭოთა მთავრობამ დაამტკიცა თავისი "დებულება სამხედრო ტყვეების შესახებ" იმავე პრინციპებზე დაყრდნობით, როგორიც ჟენევის კონვენცია გახლდათ.
 
1941 წლის ივლისში მიღებულ იქნა ახალი "რეგულაცია", რომელიც განსხვავდებოდა წინანდელისგან სამხედრო ტყვეებისთვის რეჟიმის გამკაცრებით. მაგალითისთვის, მათი მომარაგება უკვე უზრუნველყოფილი ხდებოდა არა წითელი არმიის ზურგში მყოფი ნაწილების ჯარისკაცების ნორმების მიხედვით, არამედ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად. გარდა ამისა, ტყვე რიგითი და უნტერ-ოფიცრების შემადგენლობისთვის აუცილებელი გახდა შრომითი სამუშაოები. თუმცა, ცვლილებების მიუხედავად, საბჭოთა დებულება ითვალისწინებდა პატიმრების ჰუმანურ მოპყრობას, მუქარისგან და ძალადობისგან დაცვას და ა.შ.  
 
    დიდი სამამულო ომის დასაწყისში ტყვეთა რაოდენობა არც ისე დიდი იყო. ომის პირველ ნახევარწლიან პერიოდში საბჭოთა არმიამ სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 10-20 ათასი ადამიანი აიყვანა ტყვედ. 
 
   თუმცა, სტალინგრადის ბრძოლის წარმატებით დასრულებას და რიგ სხვა ოპერაციებს თან მოჰყვა მტრის ჯარისკაცებისა და ოფიცრების მასობრივი დანებება, რომლებიც ალყაში იყვნენ. დონის ფრონტის სარდლის, გენერალ როკოსოვსკის მოხსენების თანახმად, მხოლოდ 1943 წლის 10 იანვრიდან 31 იანვრამდე მისმა ჯარებმა ტყვედ აიყვანეს 41 374 ადამიანი. ჯამში, 1942-1943 წლების ზამთარში წითელი არმიის წარმატებებმა, პატიმრების რაოდენობა თითქმის 300 ათას ადამიანამდე გაზარდა. 
 
   მაგრამ მშიერი, დაჭრილი და ავადმყოფი ადამიანების ასეთმა რაოდენობამ საბჭოთა სარდლობას მრავალი სირთულე შეუქმნა,  სიცოცხლე გადაერჩინა ზურგში მათი ტრანსპორტირების დროს. ტყვეთა შემადგენლობის მინიმუმ 10% უკვე უიმედო მდგომარეობაში იყო.
 
  ტყვედ ჩაბარების შემდეგ, მტრის ჯარისკაცებს აგზავნიდნენ შინსახკომის მიმღებ პუნქტებში, შემდგომში ბანაკებში  გასაგზავნად. მაგრამ ჩეკისტების მიერ მიღებული პატიმრების სიცოცხლე დიდხანს არ გრძელდებოდა. 1942 წლის ბოლოს, შინსახკომის  ხელმძღვანელობამ, რომელიც შეშფოთებული იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით, დაიწყო  ამ მიზეზების ძიება. 
 
 30 დეკემბერს, შინსახკომის სახალხო კომისრის მოადგილემ ივან სეროვმა ლავრენტი ბერიას განუცხადა, რომ წითელი არმიის წარმატებული ქმედებების გამო, "სამხედრო ტყვეების გაგზავნა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რასაც შედეგად ტყვეებს შორის დიდი სიკვდილიანობა მოჰყვა". ყოველივე  ძირითადად ეხებოდა რუმინელებსა და იტალიელებს, რომლებიც დანებებამდეც კი 10 დღით ადრე არ იღებდნენ საკვებს, რადგან ფრონტზე პირველ რიგში გერმანელებს ამარაგებდნენ. 
 
   გარდა ამისა, საბჭოთა ზურგის ნაწილების ზოგიერთმა ხელმძღვანელმა დაარღვია წითელი არმიის ზურგის  ხელმძღვანელის, გენერალ ხრულიოვის მითითება ფრონტის ხაზიდან  პატიმრების ზურგში გადაყვანის შესახებ. იყო შემთხვევები, როდესაც ფრონტიდან პატიმრებს ერეკებოდნენ ფეხით  200-300 კმ-ის მანძილის გავლით  რკინიგზისკენ, რამდენიმე დღის განმავლობაში კვების გარეშე, თბილი ტანსაცმლის გარეშე და გათბობის გარეშე არსებული ვაგონებით. 
 
  ბერიამ პატიმრების სიცოცხლის გადასარჩენად ზომები მიიღო. 1943 წლის 2 იანვარს ხრულიოვმა გამოსცა "ფრონტიდან სამხედრო ტყვეების ევაკუაციის გამარტივების შესახებ“ ბრძანება. 
 
  ახლა ფრონტიდან პატიმრების გაგზავნა უნდა განხორციელებულიყო ყველა სახის ტრანსპორტით, რომელიც ცარიელი იყო. გზად პატიმრები უნდა გამოეკვებათ დადგენილი ნორმების შესაბამისად და ამისათვის მათთან ერთად უნდა ემოძრავა   ტყვედ ჩავარდნილ საველე სამზარეულოებს საკვებით. ყველა, ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, მათთვის ჯერ უნდა ემკურნალათ  და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაეცათ შინსახკომისთვის. ყველა საცალფეხო გადაადგილება შემოიფარგლებოდა 25-30 კმ-ით, სავალდებულო შეჩერებით ან ღამისთევით, ცხელი საკვებით და ადუღებული წყლით. თუ პატიმრებს არ ჰქონდათ თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მაშინ მათთვის უნდა მიეცათ ალაფის ხარჯზე.
 
 თუმცა, ამ და სხვა ზომებმა არ გამოიღო სასურველი შედეგი. მაშინ ბერიამ დახმარებისთვის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს მიმართა. 
 
     გადავარჩინოთ, რაც შეიძლება მეტი 
 
 1943 წლის 3 აპრილს ბერიამ სტალინს გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი სამხედრო ტყვეების შესახებ, სადაც მიუთითებდა იმაზე, რომ ომის დაწყებიდან 1943 წლის 25 მარტამდე სსრკ-ში ტყვეთა რაოდენობა 291 579 ადამიანი იყო. აქედან 25 მარტამდე 132 105 პატიმარი გარდაიცვალა: 22 286 გარდაიცვალა შინსახკომის მიმღებ პუნქტებსა და ბანაკებში, 25,354 – სტალინგრადის მახლობლად, 24 202 – საავადმყოფოებში და 60,263-უკვე შინსახკომის  ბანაკებში. შედეგად, აღნიშნული თარიღისთვის 159 474 პატიმარი ცოცხალი დარჩა, საიდანაც 62 112 ჰოსპიტალებში იყო მოთავსებული. 
 
  შინსაკოხმის კომისიამ  წითელ ჯვართან ერთად შეისწავლა მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები და მივიდა შემდეგ დასკვნამდე.  ალყაში მომწყვდეული მტრის ჯარისკაცები ცუდად იკვებებოდნენ და ტყვედ ჩაბარებამდე თითქმის 15-20 დღის განმავლობაში არ ჰქონდათ საჭმელი მიღებული. ტყვედ ჩაბარების პერიოდში მათ უმეტესობას უკვე აწუხებდა დისტროფია, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობის 79,3%. პატიმრები ყვებოდნენ,  რომ 1942-1943 წლების ზამთარში სტალინგრადისა და ვორონეჟის ფრონტებზე მათ დანაყოფებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი იყო. მაგალითად, უნგრეთის არმიის ზოგიერთი დანაყოფის ჯარისკაცებმა ტყვეობამდე სამი დღით ადრე მიიღეს 100 გრამი პური და არ ჰქონდათ ცხელი საკვები, რამაც გამოიწვია ამ დანაყოფების პერსონალის 40% -ის გამოფიტვა.
 
  გარდა ამისა, ალყაშემორტყმული მტრის ჯარისკაცებში   სუფთა წყლის დეფიციტი იყო. გერმანელი ჯარისკაცები იხმარდნენ დასალევად უვარგისს წყალს ან მას თოვლისგან იღებდნენ, რამაც გამოიწვია კუჭ-ნაწლავის დაავადებების ეპიდემიები.
 
  მაგრამ განსაკუთრებით გერმანელები და მათი მოკავშირეები იყინებოდნენ სიცივისგან. უჩვეულო კლიმატურმა პირობებმა და მათთვის ცუდმა ამუნიციამ გამოიწვია მათში მასობრივი სიკვდილიანობა. შედეგად, პატიმრებს  მიმღებ პუნქტებში გაყინული ზედა და ქვედა კიდურებით, ნაწილობრივ ფეხსაცმლის, ქუდების,  და საზაფხულო ტანსაცმლით იღებდნენ. მათ სიკვდილიანობას ასევე ხელი შეუწყო დატილიანებამ, რადგან მტრის ჯარისკაცებს 3-4 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ სანიტარული დამუშავება გავლილი. 
 
ამრიგადჩაბარებისას მტრის მრავალი ჯარისკაცი უკვე სიცოცხლისა და სიკვდილის შორის პირას იყო. პირველად ასეთი სიტუაციის წინაშე, საბჭოთა სარდლობამ დაუშვა მთელი რიგი შეცდომები, მაგალითად, თავიდან ხდებოდა პატიმრების ფეხით მსვლელობა ფრონტიდან გაგზავნის პუნქტამდე, დიდ მანძილებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შეცდომებზე სწორი რეაქცია სწრაფადვე მოხდა, შეუძლებელი იყო მაღალი სიკვდილიანობის თავიდან აცილება.
 
       ბერიამ უპატაკა სტალინს, რომ შინსახკომმა მიიღო  რიგი ზომები პატიმრების გადასარჩენად
 
    თებერვალსა და მარტში ჰოსპიტალებში უკვე იმყოფებოდა 62 112 დაჭრილი, მოყინული და ავადმყოფი. აქედან ზურგში ბანაკებში გადაყვანილი 49 525 ადამიანიდან 19 450 პაციენტი მოათავსეს იქ,  ტერიტორიაზე შექმნილ ჰოსპიტალებში. ყველა ტყვე იკვებებოდა ნორმების მიხედვით, იღებდა ცხელ საკვებს დღეში ორჯერ, ავადმყოფი კი დღეში სამჯერ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბანაკში პატიმარი დღეში იღებდა 600 გრამ პურს, 80 გრამ ხორცს და თევზს, მარცვლეულს, ბოსტნეულს, შაქარს და ა.შ.  ავადმყოფებს აგრეთვე ერგებოდათ რძე, კვერცხი, კარაქი და სხვა პროდუქტები.
 
 ამ ზომების მიუხედავად, პატიმრების ფიზიკური მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ამ ზომებმა მნიშვნელოვანი შედეგი ვერ გამოიღო. სიტუაციის შესაცვლელად, ბერიამ სტალინს სთხოვა დაემტკიცებინა ჰოსპიტალებისთვისა და დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის კვების გაზრდილი რაციონი, ხოლო დასუსტებული პატიმრებისა და მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებული პატიმრებისთვის, კვების რაციონის  25% - ით გაზრდა. ასევე დაევალდებულებინათ წითელი არმიის მთავარი სანიტარული განყოფილებისთვის  გადაეცათ შინსახკომის ცხრა სანიტარული მატარებელი ფრონტებიდან ზურგში დაჭრილი ტყვეების გადასაყვანად  და გაეწიათ შინსახკომის ბანაკეისთვის  ყველა სახის სამედიცინო მომარაგება. ჯანდაცვის სახალხო კომისარიატს ავალდებულებდნენ პატიმრებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 10 ათასი ადგილი გამოყოფას.
 
 
რით განსხვავდებოდა საბჭოთა კავშირი მესამე რაიხისგან
 
მიუხედავად იმისა, რომ სტალინმა დაამტკიცა ბერიას წინადადება, სტალინგრადისა და ვორონეჟის ტყვეებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალი დარჩა მათი მდგომარეობის შეუქცევადობის გამო. 1943 წლის 1 ივნისისთვის 75 568 ადამიანი ცოცხალი გადარჩა, აქედან 53 798 ბანაკებში იყო და 21 770 ჰოსპიტალებში.
 
 ასეთი მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ აწყობდა შინსახკომს,რომელიც განაგრძობდა ბრძოლას ტყვეების სიცოცხლის გადასარჩენად.  შედეგი იყო შემდეგი ფაქტი: სსრკ-ში ანუ ქვეყანაში, რომელსაც არ ჰქონდა რატიფიცირებული ჟენევის კონვენცია, სამხედრო ტყვეების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 15% გარდაიცვალა ბანაკებში. ამავე დროს, გერმანიაში, რომელმაც პირობა დადო, რომ შეასრულებდა ხსენებულ კონვენციას, საბჭოთა სამხედრო ტყვეების 57% გარდაიცვალა. 
 
  ფელდმარშალ კაიტელისადმი გაგზავნილ წერილში ცნობილი ნაცისტი ფუნქციონერი ალფრედ როზენბერგი წერდა, რომ „საბჭოთა სამხედრო ტყვეების ბედი გერმანიაში უზარმაზარი მასშტაბის ტრაგედია იყო", რადგან 3,6 მილიონი პატიმრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი გადარჩა, რადგან 1941-1942 წლების ზამთარში, დანარჩენი კი შიმშილით, სიცივითა და დაავადებით გარდაიცვალა. როზენბერგი აღნიშნავდა,  რომ საბჭოთა პატიმრები გაწირეს შიმშილისთვის, ისინი ღია ცის ქვეშ იმყოფებოდნენ წვიმისა და თოვლის დროს. ამავე დროს, ისინი, ვინც მათზე იყვნენ პასუხისმგებელნი, ასე მსჯელობდნენ: "რაც უფრო მეტი პატიმარი იღუპება, მით უკეთესი ჩვენთვის..."
 
  სინამდვილეში, ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელობამ ტყვეობა ომის გაგრძელებად აქცია. ასეთი დამოკიდებულება აშინებდა თვით მის ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი. 1941 წლის სექტემბერში, აბვერის ხელმძღვანელმა, ადმირალმა კანარისმა, თავის ჩანაწერებში საბჭოთა პატიმრების მკურნალობის შესახებ მოხსენებაში აღნიშნა, რომ "სამხედრო ტყვეობა არ არის შურისძიება, არაა სასჯელი, არამედ მხოლოდ პრევენციული ღონისძიებაა"რომლის მიზანია, ხელი შეუშალოს სამხედრო ტყვეებს მომავალში ომში მონაწილეობის მიღებაში. კანარისიც კი დაბნეული იყო თავისი უფროსების ბრძანებით, საბჭოთა პატიმრების სასტიკი მოპყრობის შესახებ. მან მიუთითა, რომ საბჭოთა კანონი სამხედრო ტყვეების შესახებ შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და თუ გერმანული სარდლობის სასტიკი ბრძანებები საბჭოთა ხელში ჩავარდებოდა, მაშინ სსრკ-ს ექნებოდა  შურისძიების მოტივი გერმანელ პატიმრებზე. 
 
  მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას მსგავსი არაფერი გაუკეთებია. პირიქით, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, სსრკ-ს ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა გერმანელი სამხედრო ტყვეების გადასარჩენად, ვინც ცოტა ხნის წინ იარაღით ხელში იბრძოდა საბჭოთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მოკლა საბჭოთა მოქალაქეები, გაანადგურა ყველაფერი თავის გზაზე. 
 
ამრიგად, უარყოფილია ერთ-ერთი მთავარი რუსოფობიური მითი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით, ჰიტლერული და სტალინური რეჟიმების შედარების, ერთი და იგივე სისხლისმსმელობის შესახებ. 


წყარო: vz.ru



© Didisamamulo.ge
დაბრუნება