დიდ სამამულო ომზე წიგნის აპრობაცია სკოლებში

დიდ სამამულო ომზე გულბაათ რცხილაძის მიერ დაწერილი წიგნის აპრობაცია წმ. გიორგი და ექვთიმე მთაწმინდელების სკოლამ, ასევე 52-ე საჯარო სკოლამ განაგრძეს.

საქართველოსთვის ეს უნიკალური წიგნი წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ სკოლებში, ვეტერანთა კავშირის ინიციატივით გამართული პრეზენტაციის შემდგომ. წიგნი ხომ მკითხველთა ფართო წრეზეა გათვლილი, მაგრამ პირველ რიგში, სკოლების მოსწავლეთა და მათ პედაგოგებზე, ისევე როგორც, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და ლექტორებზე.

წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების მართლმადიდებლური სკოლა 1992 წელს დაარსდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია  II -ის ლოცვა-კურთხევით. მისი დამფუძნებელია საქართველოს მართლმადიდებელ ქრისტიანთა ასოციაცია „ბეთლემი“. სკოლამ მალევე მოიპოვა პოპულარობა და დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის საშუალო სკოლებს შორის. მასწავლებლებისა და მოსწავლეების შერჩევა საკმაოდ მკაცრია.

თბილისის 52-ე საჯარო სკოლაში 1700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და 100-ზე მეტი პედაგოგი ასწავლის..

გასაგებია, რომ ასეთი სასწავლო დაწესებულებების კოლექტივის გაცნობა დიდი სამამულო ომის თემატიკასთან, მით უფრო, სამამულო ომზე დაწერილ წიგნთან, უსიტყვო, მაგრამ ფაქტობრივად არსებული აკრძალვის პირობებში, რომელიც ამ ცნების - „დიდი სამამულო ომის“ გამოყენებას ეხება, დიდი საგანმანათლებლო საქმეა.

 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება