ალფაიძე გალაქტიონ ელისეს ძე

გალაქტიონ ელისეს ძე ალფაიძე დაიბადა 1916 წელს ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში. სკკპ წევრი.  კადრის ოფიცერი.  დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. ფრონტზე  დაიჭრა ხუთჯერ.  დაჯილდოებულია ლენინის,  წითელი დროშის ალექსანდრე ნეველისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით,  აგრეთვე მრავალი მედლით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 28 აპრილს - მტრის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის.

გარდაიცვალა 2006 წლის 2 მაისს, დაკრძალულია მოსკოვში.

ალფაიძის არტილერისტების პოლკმა, 13-ჯერ მოიგერია გერმანელთა შემოტევები ბალატონის ტბის (უნგრეთი) მიდამოებში. პოლკს ერთი მეტრითაც არ დაუხევია უკან, 5 დღის განმავლობაში. მამაცმა მეომრებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 23 საცეცხლე წერტილი, 10 ტანკი და 8 საარტილერიო ბატარეა.

ამ ბროლებს მაიორი ალფაიძე მართავდა, მისი სიმამაცე ძალებს მატებდა პოლკის მებრძოლებს. მხოლოდ ერთი დღის მანძილზე, 10 მარტს, იგი სამჯერ დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. მხოლოდ საღამო ხანს, ხელმძღვანელობის ბრძანებით, დაჭრილი ალფაიძე გაიყვანეს ბრძოლის ველიდან.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება