დიდი სამამულო ომის შესახებ წიგნის პრეზენტაცია და გავრცელება საქართველოს მასშტაბით გრძელდება - საჩუქარი ამჯერად ქობულეთმა მიიღო

ქობულეთის წიგნის მოყვარულთა საზოგადოებისათვის ქობულეთის მუზეუმში ახალი ისტორიულ-დოკუმენტური გამოცემის პრეზენტაცია შედგა.
წიგნის ავტორია პროფესორი გულბაათ რცხილაძე.
დაინტერესებულ საზოგადოებას გავაცანით, ასევე 1941-1945 წწ - მეორე მსოფლიო ომის კავკასიის ფრონტთან და შავი ზღვის დამცველთა გმირულ შემართებასთან დაკავშირებული მხატვრულ-დოკუმენტური ილუსტრაციები (პლაკატები), რომლებიც ბინას ქობულეთის მუზეუმის სოც-რეალიზმის განყოფილებაში დაიდებს.
ავტორმა, პროფესორმა გულბაათ რცხილაძემ ახალი წიგნის გამოცემის 50-ზე მეტი ეგზემპლარი დამსწრე საზოგადოებას და, მათ შორის, ქობულეთის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკას გადასცა საჩუქრად.
დაინტერესებულ მკითხველთ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნონ წარმოდგენილ გამოცემას ქობულეთის მუზეუმში.
 
წყარო: რევაზ ტაკიძე, ქობულეთის მუზეუმის დირექტორი, საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე
 
ევრაზიის ინსტიტუტისგან: აღსანიშნავია, რომ წიგნის - “დიდი სამამულო ომი 1941-1945 წწ. ცნობარი“ - ეგზემპლარები გადაეცა ქობულეთის საჯარო საშუალო სკოლების პედაგოგებსაც - პიროვნულად, რათა დასავლური კურატორების გვერდის ავლით, რომლებიც უკრძალავენ ქართულ სკოლებს მოსწავლეთა პატრიოტულ აღზრდასა და ნამდვილი განათლების გავრცელებას, მოხდეს პედაგოგების ინფორმირება და მათი პატრიოტული გრძნობების გამყარება.

მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: ტარიელ ვერულიძე, ნუგზარ ჟორდანია, გულბაათ რცხილაძე

სოცრეალიზმის ოთახში, სტალინის თანამედროვე პორტრეტების წინ - რევაზ ტაკიძე და გულბაათ რცხილაძე.

პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიის მკვლევარი ნუგზარ ჟორდანია.

გულბაათ რცხილაძე და ისტორიკოსი თემურ აფხაზავა.

ირაკლი თოიძის ომისდროინდელი პლაკატი (ორიგინალი) - "კავკასიას დავიცავთ!"

 

 



© Didisamamulo.ge
დაბრუნება