მელიტონ ქანთარია (მარცხნიდან მეორე), მიხაილ ეგოროვი (მესამე)

დავალების შესრულების შემდეგ, შენიშვნაც მივიღე, თუ სად იყო ქამარი. ჩემი ქამრით დროშა მჭიდროდ მივამაგრე

1992 წლის აგვისტო. ქართული ჯარი აფხაზეთშია. სსრკ ყოფილი გამაჯანსაღებელი ადგილი სულ უფრო ცეცხლმოკიდებულ სახლს გვაგონებს. ქალაქებში სროლა და ყაჩაღობაა. ოდესღაც ძმები ქართველები და აფხაზები, ერთმანეთს ესვრიან.

ახალგაზრდა კორესპონდენტი გიორგი ზოტოვი სახლში მოხუცმა მიიპატიჟა. მაგიდაზე სურნელოვანი ატმები და სულგუნია. მასპინძელმა ჭაჭა გამოიღო და ორი ჭიქა ბოლომდე გაავსო. ხელი, როგორც გამობრძმედილ ჯარისკაცს ეკადრება, არ უკანკანლებდა. პირველი სადღეგრძელო, რომელსაც მუდამ წარმოთქვამდა ქართველი, ასე ჟღერდა: "გაუმარჯოს დიად საბჭოთა ხალხს".  მოხუცმა სულმოუთქმელად დაცალა ჭიქა და აცრემლებულმა იკითხა: 

- შვილო, მშურს ჩემი მეგობრის მიშა ეგოროვის და იცი, რატომ ? - იმიტომ, რომ ის მომსწრე არ გახდა იმის, რასაც თავად მოვესწარი, თუ როგორ ეცემა ჩვენი დიადი სამშობლო. სამშობლო, რომლის გულისთვის სისხლი დავღვარეთ და ჰიტლერი ხერხემალში გადავტეხეთ. რატომ მოხდა ასე ? არ ვიცი ნამდვილად. ვნანობ, რომ ამას ვუყურებ. მითხარი, ახლა დროშა სად უნდა აღვმართო, სად წავიღო ?

 მოხუცი მელიტონ ქანთარია იყო. ამ საუბრიდან წლის შემეგ ის გარდაიცვლება. მისი სახელი თითოეულმა საბჭოთა მოსწავლემ იცოდა, თუმცა ნაკლებად იცოდნენ, თუ როგორ განვითარდა დიდი ქართველის ფრონტისშემდგომი ცხოვრება. 

 

    "გიორგი კონსტანტინოვიჩ, უკვე ვიომე!"

    მელიტონ ვარლამის ძე თვალებზე ცრემლით კითხულობდა სსრკ ბოლო წლების გაზეთებს, რომლის გვერდებზეც „პერესტროიკით“ აღტაცებული ფსევდო-ექსპერტები წერდნენ, რომ ისტორიული სურათი რაიხსტაგის სახურავზე - იაფფასიანი ინსცენირებაა პროპაგანდისთვის.

"კარგი ინსცენირებაა, გენაცვალე!" - კავკასიელისთვის დამახასიათებელი ინტონაციით წყრებოდა მოხუცი. „რაიხსტაგი სავსე იყო ესესელებით, ქუჩაში კი ისინი უფრო მეტნი იყვნენ. შეუწყვეტლად გვესროდნენ. გვეჩვენებოდა, რომ კედლები მალე დაინგრეოდა. როგორ ფიქრობთ, იქ სამი რატომ გაგვაგზავნეს - იფიქრეს, ორს მოკლავენ და ერთი მაინც მიაღწევს. დიდი წითელი დროშით, ჩვენ მტრისთვის მხოლოდ სამიზნე ვიყავით. ტყვიები ირგვლივ წიოდნენ. დავალების შესრულების შემდეგ, შენიშვნაც მივიღე, თუ სად იყო ქამარი. ჩემი ქამრით დროშა მჭიდროდ მივამაგრე“.

ომის შესახებ ისტორების, მელიტონ ქანთარია იშვიათად იხსენებდა. ჩვეულებრივი ქართველი სოფელი ჯვარიდან პირველივე დღიდან იბრძოდა. მძიმედ დაიჭრა და მეგობრებთან ერთად გმირობა ჩაიდინა ბერლინში. 

ომის შემდეგ 26 წლის მელიტონ ვარლამის ძე რიგითად მუშაობდა შახტაში, შემდეგ დურგალი გახდა. მუდამ იღებდა და მასპინძლობდა ადამიანებს მრგვალ მაგიდასთან. 1962 წელს კი მის სახლს სტუმრობდა და თან კვირის განმავლობაში თვით გეორგი ჟუკოვი. 

 „აქ რატომ ზიხარ ? არმია გჭირდება. დაამთავრებ აკადემიას და გენერლის ეპოლეტებსაც მიიღებ. მე დაგეხმარები“ - ეუბნებოდა ჟუკოვი. „ფაშისტებს 4 წელი ვებრძოდი, მეყოფა რაც ვიომე. წავალ მხოლოდ მაშინ, თუ სამშობლო მიხმობს - რიგითად“ - წყნარად პასუხობდა ქანთარია. 

ამაყობდა საკუთარი ახალი „ვოლგით“, მაგრამ მეგობრის, მიშა ეგოროვის სიკვდილის შემდეგ (ავტოკატასტროფაში დაიღუპა), საჭესთან არ დამჯდარა. ავტომობილი გაყიდა. 

1970-იან წლებში ქანთარიას ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვალა. გახდა დეპუტატი და ხორცის მაღაზიას ჩაუდგა სათავეში. ქანთარიას ოჯახური ცხოვრება არ შედგა. პირველ მეუღლესთან გაყრას აპირებდა, მაგრამ პარტიამ აუკრძალა:  „როგორ თუ ასე, ომის გმირი, პარტიული? არ შეიძლება!“

თუმცა ქანთარიამ ააწყო ურთიერთობა რუს გოგონასთან. პირველი ცოლი ისტერიკას არ მართავდა, მხოლოდ თქვა: „მელიტონ, შენ ფრონტიდან დაბრუნდი. თან გმირად. შეგიძლია გყავდეს თუნდაც 10 ცოლი“.

 

              ტრაგიკული სიკვდილი

სსრკ დაშლამ შეძრა მელიტონ ვარლამის ძე. გიორგი ზოტოვთან მაგიდასთან საუბრის დროს ამბობდა:

„როგორ, გერმანელებმა მუხლებზე ვერ დაგვაჩოქეს. ჩვენ კი საკუთარი თავი გავანადგურეთ. წყეული ჰიტლერი ალბათ კმაყოფილებისგან ხელებს იფშვნეტს. მე საქართველოსთვის ვიბრძოდი? არა. ჩვენ ჩვენი საერთო დიადი საბჭოთა ქვეყნისთვის ვომობდით“.

1993 წელს, საკუთარი ოჯახის სიცოცხლის დასაცავად, მელიტონი მოსკოვში ჩავიდა როგორც ლტოლვილი (საქართველოში ის არავის სჭირდებოდა). მოსკოვის მერიამ მას პატარა ბინა გამოუყო ქალაქის პერიფერიაში. მაგრამ ომის გმირს ახალ რუსეთში ცხოვრება არ ეწერა. მელიტონმა ვერ გადაიტანა ის სიმწარე, რაც მის სამშობლოს სჭირდა. ის მოსკოვისკენ მიმავალი მატარებლის კუპეში გარდაიცვალა. მაშინ დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის ოფიციალური პირები არ მივიდნენ. 

 

         დაკრძალეს მშობლიურ ქართულ სოფელში

დაბოლოს, მან თავისიანებს უთხრა: 

"ყველაფერი ის, თუ რისთვისაც ვიომე, არ არსებობს. მე ქართველი ვარ, მაგრამ ჩემი სამშობლო - საბჭოთა კავშირია. ისინი ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე უკეთესად იქნებიან. ცდებიან. ნახავთ და დარწმუნდებით. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა"

 

   დიდება მელიტონ ქანთარიას ! დიდება საბჭოთა ხალხს !  

წყარო: "Рыдал после распада СССР и умер в купе поезда". Что перед смертью сказал о своей стране Мелитон Кантария – грузин, взявший Берлин"



© Didisamamulo.ge
დაბრუნება