ბუგაევი ალექსანდრე ლავრენტის ძე

ალექსანდრე ლავრენტის ძე ბუგაევი დაიბადა 1909 წელს ქ. ბათუმში, რკინიგზელი მუშის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის ქართული საშუალო სკოლა, 8 კლასი, რის შემდეგაც საცხოვრებლად ნოვოსიბირსკის სოფელ ფიოდოროვკაში გადავიდა.

ეროვნებით რუსი ბუგაევი დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში (აქტიურ ბრძოლებში 1944 წლიდან), თუმცა ჯარში 1939 წლიდან მსახურობდა და იაპონელებთან ხალხინ-გოლის ბრძოლებშიც გამოიჩნა თავი. დაჯილდოებული იყო ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის პირველი ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე ნარევის გადალახვისა და პლაცდარმის შენარჩუნებისათვის.  გარდაიცვალა რუსეთში, 1950 წელს.

1944 წელს ჯერ მე-11 საინჟინრო-სამესანგრო ბატალიონში, ბელარუსიის ფრონტის მე-3 შემტევი საინჟინრო-სამესანგრო ბრიგადის შემადგენლობაში, შემდეგ კი 48-ე არმიის 399-ე მსროლელი დივიზიის მესანგრეთა ბატალიონის შემადგენობაში იბრძოდა ბელარუსულ და 1-ლ ბელარუსულ ფრონტებზე, ომის დასრულებამდე.

ალექსანდრე ბუგაევის გმირული ხასიათი გამოვლინდა 1944 წლის სექტემბერში, როდესაც მტრის ცეცხლის მიუხედავად, ნავით წინ გაუძღვა საბჭოთა დესანტს. ტყვიები და ჭურვები ბუგაევის ნავთან სულ რამდენიმე მეტრში ეცემოდა, მაგრამ გმირი მებრძლი შეუჩერებელი იყო. 9 საათის განმავლობაში ბუგაევმა 5-ტონიანი ბორნის მეშვეობით მდინარეზე ორი პოლკის არტილერიის გადატანა მოახერხა,
მთელი თავისი ჭურვებითა და აღჭურვილობით, 10 ავტომანქანითა და 40 მისაბმელით, რამაც დიდი როლი შეასრულა საბჭოთა ჯარების შეტევის წარმატებით გაგრძელებაში.



© Didisamamulo.ge
დაბრუნება